logo_geo
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის წევრობის სტატუსზე: ქართველი ადამიანი ხედავს, რომ აპამპულავებენ მას
- +

30 აგვისტო. 2023. 15:44

 

 

„ჩვენ ადრეც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა ინტერესი იმის მიმართ, მოგცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ღირებულება დაკარგა ამ ფაქტმა!“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან „რეპორტიორს“ განუცხადა, ხედავს ღირსეული ქართველი ადამიანი, რომ აპამპულავებენ მას და ასეთი არაფერი უნდა.

 

„ჩვენ ადრეც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა ინტერესი იმის მიმართ, მოგცემენ თუ არა ამ სტატუსს, ღირებულება დაკარგა ამ ფაქტმა! ევროკავშირში გაწევრიანება თვითმიზანი ხომ არაა?! ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა იმის გამო, რომ ევროპული ღირებულებები გვაქვს, ევროპასაც უნდა ჩვენთან და ჩვენც გვინდა ევროპასთან. ამ დროს კი შენ, ევროკავშირი (და არა, ევროპელი ხალხი) თუ ამას სავაჭრო საგნად მიქცევ, დემოკრატიული ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ლგბტ პროპაგანდას, ტრადიციების საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომთხოვ და მეტყვი, ყოველივე ამის გარეშე არ მიგიღებთო,  ჩვენი საზოგადოება ნამდვილად დაკარგავს იმ ინტერესს, რა ინტერესიც აქამდე ჰქონდა! ქართველ ადამიანს, ქართულ საზოგადოებას ღირსების გრძნობა აქვს. ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირი წმიდათაწმიდა ორგანიზაცია ხომ არაა?! ხედავს ღირსეული ქართველი ადამიანი, რომ აპამპულავებენ მას და ასეთი არაფერი უნდა! მოვა დრო და ევროკავშირში მოვლენ ის ლიდერები, რომლებიც დააფასებენ საქართველოს სწრაფვას და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

 https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=213443

 

 

big_banner
არქივი