logo_geo
მანუჩარ მარკოიშვილი: მინდა, უფრო ერთგულები ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კალათბურთის და ჩვენი სპორტსმენების
- +

1 სექტემბერი. 2023. 12:05

 

 

ქართველი ლეგენდარული კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ქართველ გულშემატკივრებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს, იდეალურობამდე მაინც გრძელი გზაა გასავლელი.

 

„გულშემატკივარს ნამდვილად ვერ დავიწუნებთ, მართლაც ძალიან კარგები არიან, თუმცა, იდეალურობამდე მაინც ბევრი გვიკლია. ჩემი აზრით, იდეალური გულშემატკივარი არის ის, ვისაც მართლა უხარია გუნდის წარმატება და ვისაც მთელი გულით სტკივა მისი წარუმატებლობა, მაგრამ წარუმატებლობის მიზეზს ყოველთვის რომელიმე კალათბურთელში არ ეძებს. ყველა მათგანზე ვერ ვიტყვი, თუმცა, ყოფილა ასეთი ნეგატიური ფაქტებიც... მერწმუნეთ, თითოეული მოთამაშე, ყველანაირი მატერიალური დაინტერესების გარეშე წარადგენს ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად იბრძვის დაუღლელად, რათა მიღწეულ იქნას საუკეთესო შედეგი! ასეთ დროს, ძალიან რთულია გულშემატკივრის თუნდაც გარკვეული ნაწილისგან დაუმსახურებელი კრიტიკის მოსმენა! მჯერა, ამ მიმართულებითაც დავიხვეწებით. ისე კი, ძალიან გულანთებული ქომაგები გვყავს და ვისურვებდი, რომ მალე კიდევ უფრო მეტნი გავხდეთ... მინდა, უფრო ერთგულები ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კალათბურთის და ჩვენი იმ სპორტსმენებისა, რომლებიც ნამდვილად არაფერს იშურებენ, საუკეთესო შედეგის მისაღწევად!“ - ამბობს მარკოიშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=213482

 

 

big_banner
არქივი