logo_geo
მანუჩარ მარკოიშვილი: ახალგაზრდებს უნდათ იყვნენ „ძალიან მაგრები“, მაგრამ ეზარებათ ამ „მაგრობისთვის“ დათმობებზე წასვლა
- +

1 სექტემბერი. 2023. 12:16

 

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი „რეპორტიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მომავალ თაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ბევრი საკალათბურთო სკოლა გაიხსნა, რაც მისასალმებელია, თუმცა, ეს არ არის საკმარისი.

 

„ეს ყოველივე, სამწუხაროდ არაა საკმარისი, რადგან სკოლები მხოლოდ დიდ ქალაქებში იხსნება და ნაკლებად ექცევა ყურადღება პატარა რაიონებსა და სოფლებს. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ძალიან კარგი თაობა მოდის და ამის მაგალითად, მინდა გავიხსენო ჩვენი თექვსმეტწლამდელთა გუნდი, რომლებმაც „B“ დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავეს და „A“ დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს, მათი ამ შედეგის უგულებელყოფა და დაუფასებლობა, არ შეიძლება! უბრალოდ, მინდა, ზოგადად ვურჩიო ყველა ახალგაზრდას... მესმის, რომ ყველას გვინდა ვიყოთ „ძალიან მაგრები“, მაგრამ გვიჭირს მოვუსმინოთ მწვრთნელს, ვისწავლოთ პროფესიონალებისგან, რომლებიც გვაჩვენებენ სწორ გზას, სწორ მიმართულებას! ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ამ ახალგაზრდებს უნდათ იყვნენ „ძალიან მაგრები“, მაგრამ ეზარებათ ამ „მაგრობისთვის“ დათმობებზე წასვლა, მეტი შრომა, მეტი თავდადება და იმ ამბიციის რეალურად აღქმა, რომელიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ყველა NBA-ში ვერ ითამაშებს, მაგრამ, თუ გიყვარს სპორტი, თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო და შედეგიც არ დააყოვნებს. დარწმუნებული ვარ, თუ ახალგაზრდები ამას გაითვალისწინებენ, მეტ დროს დაუთმობენ შრომას და ნაკლებ დროს დაუთმობენ გაჯეტებს, უფრო კარგი შედეგიც დადგება“, - აცხადებს ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=213482

 

 

 

big_banner
არქივი