logo_geo
ლიკა სარიშვილი: გამოფენა ესპანეთში საოცნებო შედეგით დასრულდა და მათთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე
- +

11 სექტემბერი. 2023. 10:28

 

 

ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ლიკა სარიშვილის განცხადებით, მას საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრი მიწვევა აქვს, თუმცა, ფინანსების არქონის გამო, ყველა მათგანში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებს. როგორ მხატვარმა „რეპორტიორს“ განუცხადა, იმედი აქვს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გამოფენებში მის მონაწილეობას დაასპონსორებენ.

 

„ვმონაწილეობ გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს მიღმაც. ძალიან ბევრი მიწვევა მაქვს ევროპიდან, აშშ-დან, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარი სახსრებით ჭირს ყველა მათგანში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ, არჩევანის გაკეთება მიწევს, რომელში მივიღო მონაწილეობა და რომელი გამოვტოვო. ეს ძალიან რთულია, თუმცა, იმედს არ ვკარგავ, რომ გამოჩნდებიან სპონსორები და ჩემს ნახატებს კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გავგზავნი.  მონაწილეობა მიღებული მაქვს კანადის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, აშშ-ის გამოფენებში და ამ ყველაფრით ძალიან ამაყი ვარ! სულ ბოლოს, ჩემი ტილოები გავგზავნე მადრიდში, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, პირადად ვერ მოვახერხე დასწრება. მიუხედავად ამისა, გამოფენა საოცნებო შედეგით დასრულდა და ესპანურ მხარესთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. კონტრაქტის მიხედვით, ჩემი ათი ნამუშევარი დაიდება და გაიყიდება მათ საიტებზე და ესპანურმა მხარემ საკუთარ თავზე აიღო, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი იზრუნებენ ჩემი ნახატების გაყიდვაზე“, - აცხადებს ლიკა სარიშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=213976

 

 

 

big_banner
არქივი