logo_geo
ლიკა სარიშვილი: ყველა ქალაქი, რომელიც დამიხატავს, წარმოსახვითია, თავიდან ბოლომდე, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი
- +

11 სექტემბერი. 2023. 15:29

 

 

ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ლიკა სარიშვილის თქმით, ყველაზე მეტად პეიზაჟების, ქალაქების, აბსტრაქციების ხატვა უყვარს, ფიგურებს ძალიან იშვიათად ხატავს, ადამიანების ხატვას კი, საერთოდ ერიდება... როგორც მხატვარმა „რეპორტიორს“ განუცხადა, არასოდეს ყოფილა ქალაქებში, რომლებსაც ხატავს.

 

„მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ, სამწუხაროდ სხვადასხვა ქვეყნის დათვალიერებას ხშირად ვერ ვახერხებ, სწორედ ამიტომ, ემოციებს ნახატებით გადმოვცემ. ვმუშაობ აკრილში, ტილოზე, ამ ბოლო დროს პასტელის გამოყენებაც დავიწყე. ზეთში ვერ ვმუშაობ, რადგან გაშრობას დიდი დრო სჭირდება, მე კი, ემოციით ვმუშაობ, ამისთვის საუკეთესო საშუალება აკრილია - მალე შრება. როცა ტილოსთან ვჯდები, წინასწარ არასოდეს ვიცი, რას დავხატავ. ერთადერთი, რაც დამიხატავს ისე, რომ რეალობაშიც ნანახი მქონდა, ეს ყაზბეგია, გერგეტის სამება. ეს ადგილი ჩემი სულიერი სიმშვიდის ადგილია, სადაც წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდივარ, რათა ემოციურად შევივსო. სხვა ყველა ქალაქი, რომელიც დამიხატავს, წარმოსახვითია, თავიდან ბოლომდე, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი... მათში ჩემი ფიქრები, ჩემი ოცნებებია გაერთიანებული, ანუ ეს ქუჩები, ეს ქალაქები რეალობაში არ არსებობენ.  ისინი მხოლოდ ჩემს ფიქრებსა და წარმოსახვაშია აღბეჭდილი“, - განაცხადა მხატვარმა.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=213976

 

 

big_banner
არქივი