logo_geo
ფრიდონ ინჯია: სალომე ზურაბიშვილს და „ნაციონალებს“ ერთი პატრონი ჰყავთ და ეს პატრონი ამერიკის შეერთებული შტატებია
- +

13 სექტემბერი. 2023. 18:58

 

 

პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე იცოდა, რომ ის არღვევდა კონსტიტუციას და სწორედ ამიტომ ვეღარ გარისკა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით გამგზავრება ევროპის ქვეყნებში. 

 

სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, თავის თავს არ ეკუთვნის და დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ისინი აკეთებენ იმას, რასაც გარედან კარნახობენ. მათ ერთი პატრონი ჰყავთ და ეს პატრონი ამერიკის შეერთებული შტატებია. სხვათაშორის, მარტო მათ კი არა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსაც იგივე პატრონი ჰყავს, სწორედ ამიტომ, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას გააჟღერა არა საკუთარი სათქმელი, არამედ ის, რაც დააბარეს და დაავალეს. თავხედობის წარმოუდგენელი დონე იყო, როცა ის ჩვენს შიდა საქმეში ჩაერია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა და თქვა, ეს საკითხი პოლარიზაციას საქართველოში კიდევ უფრო გაზრდისო“, - განაცხადა ინჯიამ.

 

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი „რეპორტიორთან“ საუბარში რიტორიკულ კითხვას სვამს.

 

თუკი ზურაბიშვილი ფიქრობდა, რომ არაფერს აშავებდა და არაფერს არღვევდა, რატომ გაემგზავრა ევროპაში პირადი სახსრებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტით?! ამ ნაბიჯით, მან თავად დაამტკიცა, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე შეგნებულად წავიდა, მაგრამ მის მიმართ, დამატებით, სისხლის სამართლის საქმეც რომ არ აღძრულიყო, სახელმწიფო ხარჯებით გამგზავრება არ გარისკა“, - აცხადებს ინჯია.  

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=214090

 

 

big_banner
არქივი