logo_geo
ივიკო სეხნიაშვილი: დღევანდელი ჟურნალისტების განათლების დეფიციტი თვალში მოსახვედრია
- +

18 სექტემბერი. 2023. 10:16

 

 

პოპულარული ტელესახე ივიკო სეხნიაშვილი, რომელმაც მაყურებელს თავი ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან დაამახსოვრა, „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დღევანდელი წამყვანები ქრონიკულად დაძაბულები არიან და ტელეეთერებში პროფესიონალიზმის ნაკლებობა შეინიშნება.

 

„დღეს ეთერში ზის ყველა, ვისაც ამის შანსი მიეცა, ამან კი, საინფორმაციოს ხარისხი მკვეთრად დასცა. ახლა შევეცდები დავასაბუთო ჩემი ნათქვამი: პირველ რიგში, რაც თვალში მოსახვედრია, ეს ჟურნალისტების განათლების დეფიციტია, მეორე რიგში, შესამჩნევია ადამიანის შინაგანი კულტურის ნაკლებობა, ასევე, საშინელი პროვინციალიზმი და რაც ყველაზე სამწუხაროა, მეტყველების პრობლემა. სწორედ ამ ყველაფრის დეფიციტი იწვევს იმ არაპროფესიონალიზმს, რაც ტელეეთერებიდან ასე ნიაღვარივით მოედინება. საშინელი მოსასმენია, როცა წამყვანი თითქოს ეჩხუბება მაყურებელს და გაღიზიანებული ტონით ამყარებს მასთან კომუნიკაციას“, - აცხადებს ივიკო სეხნიაშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=214418

 

 

big_banner
არქივი