logo_geo
ივიკო სეხნიაშვილი: დღევანდელი ჟურნალისტების უმეტესობა საკუთარ თავს კი არა, ერთმანეთს ჰგვანან
- +

18 სექტემბერი. 2023. 14:08

 

 

პოპულარული ჟურნალისტი ივიკო სეხნიაშვილი ქართულ მედიასივრცეში არსებულ მიმბაძველობის პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტები არათუ უცხოური მედიის გავლენის ქვეშ არიან, არამედ, ერთმანეთსაც აკოპირებენ და სწორედ ამის გამო არ მოსწონს მაყურებელს დღევანდელი წამყვანების უმეტესობა. 

 

„მე იმიტომ ვარ ივიკო სეხნიაშვილი, იმიტომ დავამახსოვრდი და შემიყვარა მაყურებელმა, რომ ეთერშიც ვიყავი ის, ვინც სინამდვილეში ვარ. არათუ არასოდეს მიმიბაძავს სხვისთვის, მეტიც, ყოველთვის ვაპროტესტებდი წამხედურობას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვისწავლოთ ახალი, არ გავიზიაროთ სხვისი გამოცდილება, ან არ გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული ტენდენციები, მაგრამ უფრო არასწორს ვერაფერს იზამს ტელეწამყვანი, ვიდრე გადმოიღოს სხვისი მანერები, მოიპაროს სხვისი დიქცია ან ჟესტიკულაცია. რაც შეეხება დღევანდელ მედიას, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი აკოპირებს არათუ უცხოელ კოლეგას, არამედ ჰბაძავენ ერთმანეთსაც და სწორედ ამიტომ არ მოსწონს მაყურებელს დღევანდელი წამყვანების უდიდესი ნაწილი, ისინი ხომ საკუთარ თავს კი არა, სხვას ჰგვანან, ერთმანეთს ჰგვანან. მაყურებელი ძალიან მგრძნობიარეა, ის ყოველთვის ამჩნევს ყალბ ნოტებს, ყალბ მიმიკებსა და ჟესტიკულაციებს. თვალებში ეტყობა წამყვანს, ის იტყუება თუ სიმართლეს ამბობს, ამიტომ ვერასოდეს დააჯერებ ხალხს სიცრუეს. გავკადნიერდები და ერთ რჩევას მივცემ მათ: გახდით ბუნებრივები და ნამდვილები. როდესაც იქნებით გულწრფელნი, მაყურებელი გაბრაზებასაც გაპატიებთ, უადგილო ადგილას გაცინებასაც, სენტიმენტებსაც და ცრემლებსაც, მთავარია, არასოდეს მოატყუოთ ისინი!“ - აცხადებს ივიკო სეხნიაშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=214418

 

 

big_banner
არქივი