logo_geo
დემურ გიორხელიძე: ოპოზიცია დაფინანსებას იღებს იმაში, რომ საქართველოში სიტუაცია არიონ და რუსეთს დამატებითი პრობლემები შეუქმნან
- +

21 სექტემბერი. 2023. 17:56

 

 

აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირების ფაქტის შემდეგ, ოპოზიცია კვლავ გააქტიურდა და საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე „რეპორტიორთან“ საუბარში საქართველოში დაწყებულ პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დეტალებია, რომელთა უკან ორ მხარეს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაპირისპირება დგას.

 

რაც უფრო დამძიმდება სიტუაცია უკრაინაში, მით უფრო გაძლიერდება ზეწოლა საქართველოზე. ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივიადატრიალების მცდელობა იქნება და ამის მზადება, რეალურად, კარგა ხანია დაწყებულია. ზუსტად ამიტომ ფინანსდება კოლოსალური თანხებით ეს ტრაგიკომიკური ოპოზიცია, თავის არასამთავრობო სექტორთან და პროპაგანდისტულ მედიასთან ერთად. ეს მართული ძალა დაფინანსებას იღებს იმაში, რომ საქართველოში სიტუაცია არიონ და ჩრდილოელ მეზობელს დამატებითი პრობლემები შეუქმნან. მხოლოდ ჩვენთან კი არა, სომხეთში მიმდინარე პროცესებიც ცხადყოფს, რომ ამ ძალებს სამხრეთ კავკასიისაფეთქება“ სურთ, რაც, უკრაინის მოვლენების პარალელურად, რუსეთისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილი გახდება. დააკვირდით შუა აზიის მოვლენებსაც, სადაც ასევე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროცესების ესკალაციისთვის, ეს ყოველივე  აღმოსავლეთ-დასავლეთ მთავარი მაგისტრალიდან რუსეთის იზოლირების გეგმაა. უნდა მივიღოთ თუ არა ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა, ეს ემოციურად კი არა, პრაგმატულად და ცივი გონებით უნდა გადავწყვიტოთ, რადგან ემოციებს გეოპოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ემოციით მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი,ატასტროფული შედეგებით მთავრდება ხოლმე. ჩვენ ისედაც არაერთი გეოპოლიტიკურიეცდომა გვაქვს დაშვებული, შეცდომები რომლებმაც, პრაქტიკულად, დაგვანგრია. მოცემულ სიტუაციაში რა რეალობა იკვეთება? ის, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან სუსტი ხელისუფლება და, ამასთან, ოპოზიცია, რომელიც საქართველოს ბედსა და მომავალზე საერთოდ არ ფიქრობს. პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, თუმცა, ერთი რამ ცხადია, რა გეგმაც უნდა შეიმუშაონ მათ, ისინი მარცხისთვის არიან განწირული“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

 https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=214734

 

 

big_banner
არქივი