logo_geo
დემურ გიორხელიძე: თუკი ოპოზიცია მიიტაცებს ხელისუფლებას, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება
- +

21 სექტემბერი. 2023. 18:57

 

 

პოლიტოლოგ დემურ გიორხელიძის თქმით, ოპოზიციას ხალხში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, სწორედ ამის გამო, რა მიზანი და ამოცანაც არ უნდა დაისახო მათ, ისინი მაინც მარცხისთვის იქნებიან განწირულნი.

 

რა გეგმაც უნდა შეიმუშაოს ოპოზიციამ, ისინი მარცხისთვის არიან განწირული. ჩვენ გვშველის ის, რომ ოპოზიციისხარდაჭერა ხალხში მიზერულია და სწორედ ეს მაძლევს ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებასაც. და მაინც, თუკი მათ განახორციელეს საკუთარი გეგმა და მიიტაცეს ხელისუფლება, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება და არაა გამორიცხული, ეს ყოველივე სისხლისღვრით დასრულდეს. როცა ქართველი ადამიანი სამშობლოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება, ის ამას არ დაუშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წელია ქართველი კაცი დაამცირეს და შეურაცხყვეს, ის ვერ დააჩოქეს! თუკი ხელისუფლება ქვეყანას ვეღარ მოუვლის, მას მოუვლის ხალხი. არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაედგომებათ, ამიტომ დასაკარგი არაფერი ექნებათ და ყველაფერზე წავლენ. ამ პარაზიტებმა წაბილწეს უკვე ყველაფერი, თავისი სიბინძურით, არასწორი ცხოვრების წესისა და ლგბტ პროპაგანდით“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე „რეპორტიორთან საუბარში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

 https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=214734

 

big_banner
არქივი