logo_geo
ეკა სეფაშვილი: გლობალური ომის პარტია გამუდმებით ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას
- +

25 სექტემბერი. 2023. 11:49

 

 

დეპუტატ ეკა სეფაშვილის განცხადებით, შარშან საქართველოს ევროკავშირმა დაუმსახურებლად არ მისცა კანდიდატის სტატუსი და ამბობს, რომ მათი წლევანდელი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, ეს პოლიტიკური გადაწვეტილება კი, დამოკიდებული იქნება იმ პერიოდის გლობალურ ვითარებაზე.

 

„მოლოდინებზე საუბარი ცოტა ძნელია, ვინაიდან ეს დამოკიდებულ იქნება მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკური გადაწვეტილება კი, დამოკიდებული იქნება იმ პერიოდის გლობალურ ვითარებაზე. გლობალური ომის პარტია გამუდმებით ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, ამას კი, ჩვენს ქვეყანაში არსებული რადიკალური ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები უწყობენ ხელს. ომისა და ღალატის პარტია, ე.წ. ნაცკლასტერი გამუდმებით ცდილობს ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობას და ამის შესახებ განცხადება სუს-მაც გაავრცელა. მათ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ უნდა ველოდოთ პროვოკაციებსა და არეულობებს. ოპოზიციამ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიიტანა იერიში საბანკო სექტორზე, რომელსაც ბანკის პრეზიდენტის მოადგილეებიც აჰყვნენ, თუმცა ქვეყანამ ამ გამოწვევას ძალზედ ღირსეულად გაართვა თავი. მასზე დაკისრებული მოვალეობა ეროვნულმა ბანკმაც წარმატებით შეასრულა, ვგულისხმობ სავალუტო ინტერვენციებს, ანუ ბაზარზე დოლარის გამოტანას, რათა კურსის მოულოდნელი გაუფასურება კიდევ უფრო მასშტაბური არ ყოფილიყო. ჩვენ დღეს დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია ღირსეულად გაუმკლავდეს შიდა და გარე შოკებს, რაც ჩვენი უპირველესი ამოცანაა! ქვეყანამ მდგრადი ეკონომიკური ზრდა უნდა განაგრძოს, რაც ევროიტეგრაციისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, იმიტომ რომ ევროკავშირში არ მიღებენ ქვეყანას, რომელიც ეკონომიკური პარამეტრებით, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი წელს მაინც მოგცემს სტატუსს, რადგან სტატუსის მიღება მხოლოდ ჩვენს ინტერესში კი არა, თავად ევროკავშირის ინტერესებშიცაა. მათი მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისთვის, ძალიან ღირსეული პასუხის გაცემა იქნება“, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=214967

 

big_banner
არქივი