logo_geo
ნანა კაკაბაძე: „ომის დამთავრების მერე ყველა ნახავს, თუ რა მასშტაბის ზიანი მოუტანა უკრაინას ”მაიდანმა“
- +

29 სექტემბერი. 2023. 13:33

 

 

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს აქვს აღქმა, რომ ”მაიდანი” - ეს იყო უკრაინის ევროპეიზაცია და თითქოს ამ პროცესმა უკრაინას მეტი დემოკრატია მოუტანა. სინამდვილეში, ამ პროცესმა უკრაინას მოუტანა ტერიტორიების დაკარგვა, შიდა ლტოლვილთა, ანუ იძულებით გადაადგილებულ პირთა მთელი არმია, ოთხჯერ გაუფასურებული და „გაკუპონებული“ გრივნა, ჩამოშლილი ეკონომიკა და აყვავებული კორუფცია! აღარაფერს ვამბობ უამრავ შეწყვეტილ სიცოცხლეზე... - ამ განცხადების ავტორი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეა.

 

როგორც კაკაბაძე „რეპორტიორს“ უცხადებს, შეიძლება მას ვინმე შეეკამათოს და უთხრას, რომ ეს ყოველივე უკრაინას მას შემდეგ დაემართა, რაც მას რუსეთი დაესხა თავს, მაგრამ ეს ტყუილია:

 

„ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე, მოხდა ომამდე და მოხდა სწორედ ამ ავადსახსენებელი ”მაიდნის” გამო. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევისა და სათავეში ვლადიმერ ზელენსკის მოსვლის მერე, დაიხურა ყველა ოპოზიციური ტელეარხი, საქმიანობა აეკრძალა ყველა ოპოზიციურ პარტიას და დამყარდა ფაშიზმზე სასტიკი რეჟიმი. ის, რაც უკრაინამ იწვნია, ჯერ კიდევ არაა ბოლომდე დათვლილი და გაანალიზებული, რადგან ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და  რუსების გამოთქმისა არ იყოს, „Когда пушки гремят, музы молчат“. თუმცა, როცა დამთავრდება ომი და შემოდგომაზე წიწილებს დაითვლიან, ყველა ნახავს, თუ რა მასშტაბის ზიანი მოუტანა უკრაინას ”მაიდანმა”. ყველა იმ ნაძირალამ, ვინც საქართველოში მაიდანიზაციის პროცესზე საუბრობს, დანამდვილებით იცის, რაც მოუტანა უკრაინას ამ ყოველივემ და სრულებით გამიზნულად ეწევიან მის პროპაგანდას საქართველოში“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ: https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=215292 

 

big_banner
არქივი