logo_geo
ლალი ბადრიძე: თითოეულ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ცხოვრებაზე, შეუძლია თავისი რეალობის შეცვლა
- +

8 ოქტომბერი. 2023. 10:51

 

 

პოზიტიური ფსიქოთერაპია დღეს ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტის, ლალი ბადრიძის თქმით, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს ადამიანს იმ ფიზიკური, ემოციური, სულიერი თუ კოგნიტიური რესურსების აღმოჩენასა და განვითარებაში, რომლებიც მას თავად არ აქვს გაცნობიერებული.

 

„ამ მიმართულების მიმდევრები მივიჩნევთ, რომ ადამიანი თავისი არსით კარგია, დაბადებიდანვე ატარებს უზარმაზარ პოტენციალს და დაჯილდოებულია უამრავი შესაძლებლობით. თავად პეზეშკიანი იზიარებდა შეხედულებას, რომ ყველა ჩვენგანს აქვს დადებითი თვისებები, რომლებსაც ზედაპირზე ამოტანა და წინ წამოწევა სჭირდება. ის ადამიანს ადარებდა საბადოს, რომელშიც მიმოფანტულია ძვირფასი ქვები, რომლებიც უნდა მოძებნო და დღის სინათლეზე გამოიტანო. პოზიტიური ფსიქოთერაპია გულისხმობს მომავლისკენ სვლას, მომავლის შექმნას აწმყოს სიტუაციების მიღების მეშვეობით. თითოეულ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ცხოვრებაზე, შეუძლია თავისი რეალობის შეცვლა. მარტივად რომ ვთქვათ, „თუ ადამიანს სურს, ჰქონდეს ის, რაც არასოდეს ჰქონია, უნდა გააკეთოს ის, რაც არასოდეს გაუკეთებია“. პოზიტიური ფსიქოთერაპია მაქსიმალურად არის ორიენტირებული ადამიანურ რესურსებზე. მისი მიზანია, დაეხმაროს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და ცხოვრების დაბალანსებაში. მეთოდის ღირსებებია ხელმისაწვდომობა, სისტემური მიდგომა და მარტივი ენა“, - ამბობს ფსიქოთერაპევტი „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=215867

 

 

big_banner
არქივი