logo_geo
ვალერი კვარაცხელია: მშვიდობის სახელმწიფოები რუსეთი და ჩინეთი არიან, ომის სახელმწიფოები კი - აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი
- +

9 ოქტომბერი. 2023. 18:46

 

 

ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი ვალერი კვარაცხელია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის გაჩაღებულ საომარ მოქმედებებს ეხმაურება და ამ მოვლენებში, დიდ სახელმწიფოთა ინტერესებზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესი მშვიდობის დამყარებაა, კოლექტიური დასავლეთი კი, ცეცხლზე ნავთის დასხმას ცდილობს.

 

„უაღრესად გულუბრყვილონი ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკის ისეთ გლობალურ მოთამაშეებს, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, საკუთარი პოზიციები არ ექნებათ. აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთიც და მეორეც ყველაფერზე მაღლა მშვიდობას აყენებს. ეს უფრო დიდი ინტერესია მათთვის, ვიდრე რომელიმე მხარეს დგომა. ამ პოზიციებშიც კი გამოიკვეთა, რომ მსოფლიო პოლიტიკის გლობალური მოთამაშეები ორ ნაწილადაა დაყოფილი - მშვიდობის მომხრე და ომის მომხრე სახელმწიფოებად. მშვიდობის სახელმწიფოები რუსეთი და ჩინეთია, ომის სახელმწიფოები - აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. როგორი დაუჯერებელიც უნდა ჩანდეს, დასავლეთს ორი გზიდან ერთ-ერთის ამორჩევა მოუწევს: ან საკუთარ სისტემურ კრიზისში ჩახრჩობა, ან კრიზისების დაძლევა ომის გზით. რუსეთს მშვიდობიანი თანაარსებობა თუ მიაჩნია განვითარების უმთავრეს პირობად, დასავლეთი ომში ეძებს ხსნას“, - აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=215977

 

 

big_banner
არქივი