logo_geo
ლაშა ჟვანია თელ-ავივი-თბილისის ავიაბილეთებზე: ვისაც ფინანსურად უჭირს, შეუძლია მოგვმართოს
- +

14 ოქტომბერი. 2023. 12:28

 

 

ლაშა ჟვანიას თქმით, დღეს ვინც ისრაელში მუშაობს, ეკონომიკურად არავის უჭირს, მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი მაინც არსებობს, ისრაელში საქართველოს საელჩოს გამოცხადებულ აქვს, რომ მათ შეუძლიათ მიმართონ, დაადასტურონ, რომ ნამდვილად უჭირთ ფინანსურად და ასეთი თითო-ოროლა შემთხვევა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება და მოხდება მათი ავიაბილეთებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ელჩი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც ეხმაურება.

 

„არ მაინტერესებს, კერძო კომპანიაა თუ არა, დღეს ვხედავთ, რომ ეს ავიაკომპანია ეროვნულ საქმეს აკეთებს. ავიაკომპანიამ ამ მოვლენის ხარჯზე გამდიდრება დააპირაო, რა ლაპარაკია, ელემენტარული არითმეტიკაა, თუ რა ჯდება თითოეული რეისი. ავიაციაში არსებობს ე.წ. „ემფთი ლეგ“, როდესაც ბორტი ერთი მიმართულებით ცარიელი მიფრინავს და მხოლოდ უკანა გზაზე იტვირთება. ცარიელი რეისიც ხომ ხარჯია, საიდანღაც ხომ უნდა ანაზღაურდეს ეს თანხა?! რა ქნას კომპანიამ, უფასო და წამგებიანი რეისები დანიშნოს და მერე დავსხდეთ და ერთად ვუყუროთ, როგორ გაკოტრდება იგი? ეს კომპანია ისედაც რამდენჯერ იდგა გაკოტრების საფრთხის წინაშე? რას ვთხოვთ ერთ, კერძო, პატარა ქართულ ავიაკომპანიას, რომელიც, ჭირია თუ ლხინია, სტიქიაა, ომია თუ პანდემიაა, ყოველთვის ხალხის გვერდით დგას?!“ - აცხადებს ისრაელში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=216340

 

 

big_banner
არქივი