logo_geo
ნათია გოცაძე: ბედნიერება - საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნით, თავადვე უნდა ვაჩუქოთ ჩვენს თავს
- +

16 ოქტომბერი. 2023. 14:26

 

 

ადამიანები იმდენად ჩავერთეთ ყოველდღიურ რუტინაში, რომ ხშირად საკუთარ თავთან საუბარი და კითხვის დასმა გვავიწყდება, თუ რა გვინდა სინამდვილეში, რა გვაბედნიერებს და არის კი ის, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი ბედნიერების წყარო“, - კომუნიკაციის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნათია გოცაძე „რეპორტიორთან“ ბედნიერების არსზე საუბრობს და ამბობს, რომ ბედნიერებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად, აუცილებელია დღის გარკვეულ მონაკვეთში, თუნდაც სულ მცირე დროის მანძილზე მაინც ვაკეთოთ ის, რაც გვახარებს.

 

„ერთია, რომ გვავიწყდება საკუთარ თავთან კომუნიკაცია და მეორე, რომ გავურბივართ მას. ასეთ დროს, მთლიანად ვხდებით დამოკიდებულნი გარემოზე, გარშემო მყოფ ადამინებზე, სიტუაციაზე, სოციალურ ფონზე, ამინდზეც კი, და ვკარგავთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ შეგრძნებებს. უკანასკნელ პერიოდში, გარემო არც თუ ისე ხშირად გვანებივრებს პოზიტიური მოვლენებით და სწორედ ეს განაპირობებს იმ შფოთვებსა და შიშებს, რომლითაც შეპყრობილია ადამიანთა უმრავლესობა. რა უნდა გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად? უნდა განვმარტოვდეთ საკუთარ თავთან, დავხუჭოთ თვალები და მოვუსმინოთ საკუთარ ფიქრებს. ძალიან ხშირად ადამიანები ვაკეთებთ არა იმას, რაც გვინდა, რომ ვაკეთოთ, არამედ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ და ეს ძალიან ცუდია! რა არის ბედნიერება? ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა, რომელსაც ვერავინ შეგვიქმნის, ის, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნით, თავადვე უნდა ვაჩუქოთ ჩვენს თავს. როცა გავიგებთ რა გვანიჭებს სიამოვნებას, მერე ადვილი გახდება ბედნიერების პოვნაც. დღის გარკვეულ მონაკვეთში აუცილებლად უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვახარებს, თუნდაც ამ გახარების მიზეზი, ისეთ პატარა, უმნიშვნელო დეტალში იყოს, როგორიც არის აივანზე ყავის დალევა, დილით მუსიკის მოსმენა, მეგობართან ერთად ფილმის ყურება თუ უბრალოდ, სივრცეში ცქერა და მისით ტკბობა. ბედნიერება წვრილმანებშია...“, - აცხადებს ნათია გოცაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=216425

 

 

big_banner
არქივი