logo_geo
ნათია გოცაძე: რომ არ მოვექცეთ სოცქსელებისა და საზოგადოების გავლენის ქვეშ, უნდა ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან
- +

16 ოქტომბერი. 2023. 18:27

 

 

კომუნიკაციის სპეციალისტი ნათია გოცაძე „რეპორტიორთან“ საუბარში სოციალური ქსელების გავლენაზე საუბრობს და ამბობს, რომ „ინფლუენსერებისა“ თუ ე.წ. სელებრითების ცხოვრება და წარმატება არ შეიძლება გახდეს ჩვენი სამიზნე ნიშნული, რადგან ამ წარმატებისთვის, ამ კონკრეტულმა წარმატებულმა ადამიანმა თავისი გზა განვლო, ჩვენ კი, ყველას ჩვენი საკუთარი გზა გვაქვს გასავლელი.

 

„პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ, თუ რას ნიშნავს ბედნიერება და რას ნიშნავს წარმატება. წარმატებულად მივიჩნევთ ადამიანს, რომელიც სოციუმის მიერ გამოგონილ გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. წარმატებულად ვთვლით ადამიანს, რომელიც პირობითად ლამაზია, ცნობადია, მაღალი შემოსავალი და მდგრადი სოციალური სტატუსი აქვს. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი ქალი, შეიძლება სულაც არ იყოს ბედნიერი. ხშირად წარმატებას აღვიქვამთ იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებად, რაც დაგვიწესა საზოგადოებამ, არადა, ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა, შეიძლება ვიღაცისთვის დამანგრეველიც კი აღმოჩნდეს. ადამიანი, რომელიც კარგავს საკუთარ თავს და აკეთებს იმას, რასაც მისგან სხვები ელიან, ერთ დღეს აუცილებლად აღმოაჩენს, რომ იმ სოციუმის მსხვერპლია, რომლის გავლენის ქვეშაც მოექცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აუცილებელია, მოვუსმინოთ საკუთარ თავს და გავიგოთ თუ რა არის ის მიზანი, რისკენაც ვისწრაფვით. სხვისი წარმატება არ შეიძლება იყოს ჩვენი სამიზნე ნიშნული, რადგან ამ წარმატებისთვის, ამ ადამიანმა თავისი გზა განვლო, ჩვენ კი ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი. იმისათვის, რომ არ მოვექცეთ სოციალური ქსელებისა და საზოგადოების გავლენის ქვეშ, უნდა ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან, უნდა გავიგოთ ვინ ვართ, რა გვსურს, რისი კეთება გვსიამოვნებს და რა არის ჩვენი მიზანი. ერთი მხრივ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ კი, ჩვენ ნამდვილად გვინდა, ვიყოთ უფრო ლამაზები, უფრო ცნობადები, უფრო მაღალი ხელფასითა და გავლენიანი სოციალური სტატუსით, ან მივხვდეთ, რომ ეს ყოველივე სულაც არ გვჭირდება, ჩვენი გარეგნობა ძალიანაც გვაკმაყოფილებს, ვართ კარგი დედები, ბედნიერი ცოლები, მოგვწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და, თურმე, სხვა არც არაფერი გვჭირდება ბედნიერებისთვის“, - აცხადებს კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ დამფუძნებელი და რექტორი, ნათია გოცაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=216425

 

 

big_banner
არქივი