logo_geo
მენეჯმენტ-კონსულტანტი მედეა ტაბატაძე სამსახურებში სტრესული გარემოს პრობლემის მოგვარების გზების შესახებ...
- +

22 ოქტომბერი. 2023. 21:20

 

 

მენეჯმენტ-კონსულტანტ მედეა ტაბატაძის თქმით, სამსახურებში სტრესული გარემოს პრობლემა საქართველოში დიდი ხანია არსებობს და ეს, პირველ რიგში მენეჯერების და HR გუნდის მოსაგვარებელია. მენეჯმენტ-კონსულტანტი „რეპორტიორთან“ ინტერივუში იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, რომ სამუშაო გარემო ნაკლებად სტრესული იყოს.

 

„აღნიშნული პრობლემა საქართველოში დიდი ხანია არსებობს და ეს პირველ რიგში მენეჯერების და HR გუნდის მოსაგვარებელია. გარემოში შექმნილი სტრესორების იდენტიფიკაცია და არსებული პრობლემების დაძლევის პროგრამები არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს უბრალოდ ყურმოკრული ან/და ვიღაცის გამოცდილებიდან უცვლელად გადმოტანილი. ეს ყველაფერი მოითხოვს ინფორმაციის მოძიებასა და გაანალიზებას. HR გუნდი უნდა აანალიზებდეს მონაცემებს, ხოლო მენეჯმენტი უნდა ადასტურებდეს და ცდილობდეს პრობლემების აღმოფხვრასა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებას. თუ ერთი კომპანია შეძლებს დასაქმებულ გუნდს შეუქმნას მაქსიმალური პირობები, რათა მათ არ მოუწიოთ სტრესულ გარემოში მუშაობა და მეორე კომპანიას ეს მოეწონება და უცვლელად გადმოიტანს მას, დახარჯავს ფინანსებისა და დროის რესურსს და მიიღებს ნულოვან შედეგს, იმიტომ რომ შეიძლება მეორე კომპანიაში სტრესს სრულიად სხვა რამე იწვევდეს. კომპანიაში შეიძლება სტრესს იწვევდეს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრესულ ფაქტორად ჯერ ისევ რჩება დაბალი ანაზღაურება, რაც დასაქმებულს უბიძგებს, ეძიოს დამატებითი შემოსავლის წყარო, ანუ მეორე სამსახური, რაც უკვე იწვევს მის ფიზიკურ და გონიერ გადაღლას“, - განაცხადა მედეა ტაბატაძემ.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=217028

 

 

 

 

big_banner
არქივი