logo_geo
მედეა ტაბატაძე ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე: ჩვენთან ნამდვილად არ გამოვა ეგ ამბავი
- +

23 ოქტომბერი. 2023. 02:02

 

 

მენეჯმენტ-კონსულტანტი მედეა ტაბატაძე ოთხდღიან სამუშაო გრაფიკსა და რვასაათიანი სამუშაო დღის შემცირების შესახებ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკის შემუშავება ქართულ რეალობაში ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 

„ჩვენთან ნამდვილად არ გამოვა ეგ ამბავი. იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ეს ყოველივე საკანონმდებლო დონეზე მიიღეს, ერთ სულ მოსახლეზე იმდენად დიდი მშპ მოდის, რომ მათი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არაფერს მისცემს. იმას, რომ ერთ დღეს მთელმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, ამიერიდან ოთხი დღე ვიმუშავებო, ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოგვარება იქნება საჭირო, პირველ რიგში კი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან მაღალი მაჩვენებელი უნდა გვქონდეს. ამის განსახორციელებლად ქვეყანას დასჭირდება ძლიერი ეკონომიკა. ის, რომ ჩვენ კიდევ ერთი დღე არ ვიმუშაოთ, ეს ნიშნავს, კიდევ ერთი დღე არ შევქმნათ რაღაცა, ორგანიზაციამ კი, დამატებითი ხარჯი გამოყოს. მარტივი სქემა ასეთია - მე არ ვმუშაობ კიდევ ერთ დღეს, მაგრამ ამ დღეს მე რაღაცის ყიდვა მჭირდება. შესაბამისად, კომპანიასაც და მე გვჭირდება ისეთი შემოსავალი, მე რომ არ ვიმუშაო, მაგრამ მქონდეს საშუალება, „ვიშოპინგო“, დავისვენო და გავერთო, კომპანიას კი, უნდა ჰქონდეს ისეთი ბრუნვა, რომ იმ დამატებითი არასამუშაო დღის მიუხედავად, დარჩეს იმხელა მოგება, რომ ხელფასი გადაიხადოს დასაქმებულის კიდევ ერთ უქმე დღეში. ანუ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ამ ეტაპზე, გაუაზრებელი ფუფუნება იქნებოდა“, - აცხადებს მედეა ტაბატაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=217028

 

 

 

 

big_banner
არქივი