logo_geo
მაია დათუაშვილი: ზამთარში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კანის დატენიანებას და დამატენიანებლების სწორად შერჩევას
- +

29 ოქტომბერი. 2023. 12:30

 

 

„ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, სახის კანი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგება“, - ამბობს დერმატოლოგი მაია დათუაშვილი. როგორც ის „რეპორტიორთან“ საუბარში აზუსტებს, ზამთრის პერიოდში, გარეთ ვიმყოფებით თუ შენობაში, სახის კანს დამატებითი პრობლემები ექმნება და პრობლემების თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვესაჭიროება.

 

„როცა გარეთ ცივა, ქარია, თოვს და ყინავს, ჩვენი სახის კანი სტრესულ მდგომარეობაში ვარდება, ამ დროს შენობაში  გათბობა გვაქვს ჩართული, გათბობის ნებისმიერი სისტემა კი, აშრობს მას. ანუ, ზამთრის პერიოდში, გარეთ ვართ თუ შენობაში, სახის კანს დამატებითი პრობლემები ექმნება და პრობლემების თავიდან ასარიდებლად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვესაჭიროება. იმ ადამიანებს, რომელთაც კანის რაიმე დაავადება აქვთ, რაც კანის სიმშრალით გამოიხატება, კიდევ უფრო მეტად ესაჭიროებათ მისი სწორად მოვლა. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა თანმიმდევრობით გამოვიყენოთ მოვლის საშუალებები და ერთმნიშვნელოვნად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კანის დატენიანებას და დამატენიანებლების სწორად შერჩევას. ქართული ბაზარი სავსეა თავის მოვლის პროდუქტებით და მნიშვნელოვანია დერმატოლოგის კონსულტაცია, რათა სწორად შეირჩეს პროდუქცია“, - აცხადებს მაია დათუაშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=217553

 

 

big_banner
არქივი