logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი კანდიდატის სტატუსზე: დეკემბრამდე ჯერ კიდევ შორია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს
- +

1 ნოემბერი. 2023. 14:59

 

 

იმდენი ინსტიტუტის აზრი და პოზიცია ერთიანდება ევროკომისიის ანგარიშებში, რომ წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, 8 ნოემბრის დასკვნა იქნება დაბალანსებული, ვინაიდან, შეუძლებელია ევროკომისიამ არ გაითვალისწინოს ის ნაბიჯები, რაც საქართველომ ბოლო ერთ წლის განმავლობაში გადადგა“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. როგორც დეპუტატი „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, ქართული მხარე ევროკომისიასთან ინტენსიურად მუშაობდა და რაც კი ევროპელებს რაიმე სახის შენიშვნა, წინადადება, მითითება თუ რეკომენდაცია ჰქონდათ, ფაქტიურად, ყველაფერი გაითვალისწინა.

 

„შეიძლება ითქვას, რომ პროცესი საკმაოდ ეფექტიანად წარიმართა, განსაკუთრებით კი ივნისიდან, ანუ ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებიდან მოყოლებული, ვინაიდან ამ დოკუმენტმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი თავი უფრო ობიექტურად შეგვეფასებინა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ 8 ნოემბრის ანგარიშში ეს ყოველივე აისახება და დაბალანსებული და პოზიტიური შეფასებები მოყვება. ათოსნები ხართო, - ეს მათ არასოდეს, არავისთვის უთქვამთ და არც ჩვენ  გვეტყვიან, მაგრამ რაიმე შენიშვნაც რომ ჰქონდეთ, ეს არ იქნება იმ მასშტაბის შენიშვნა, რომელიც  ნეგატიურ გავლენას მოახდენს ანგარიშზე.  აი, ამას მოველით ნოემბერში... ხოლო, რაც შეეხება დეკემბერს და სტატუსის მონიჭების თემას, დღეს რომ იყოს სტატუსის განხილვის დღე, თამამად ვიტყოდი, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი, რათა ევროპამ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ დეკემბრამდე ჯერ კიდევ შორია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=217808

 

 

 

big_banner
არქივი