logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი დენიელ ფრიდის განცხადებაზე: დემოკრატიის უპირველესი საფუძველი ხალხია, ხელისუფლებას ხალხი ირჩევს, ორბანი კი, ხალხმა აირჩია!
- +

1 ნოემბერი. 2023. 17:00

 

 

„დენიელ ფრიდის განცხადება პოპულისტური განცხადებაა!“ - ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარის განცხადებას. როგორც ბოჭორიშვილი „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებაში მხოლოდ ის ადამიანები დარჩებიან, რომლებიც გვესიმპათიურებიან, ასე შორს ვერ წავალთ.

 

„რას ნიშნავს, ევროკავშირს არ სჭირდება ახალი ორბანიო? ვიქტორ ორბანი უნგრეთის სათავეში დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოსული მმართველია, რომელიც ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად ზის ერთ მაგიდასთან და ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იღებს მონაწილეობას, რა გადაწყვეტილებასაც ევროკავშირი იღებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, დემოკრატიის ნომერ პირველი საფუძველი ხალხია, ხელისუფლებას ხალხი ირჩევს, ორბანი კი, ხალხმა აირჩია... თუ დემოკრატიისა და ევროკავშირის ეს ელემენტარული საფუძველი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, არ მგონია ამან დადებით შედეგამდე მიგვიყვანოს. თუ ჩვენ გვინდა, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებაში მხოლოდ ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ჩვენ გვესიმპათიურებიან, ასე შორს ვერ წავალთ, ასე აღარც ევროკავშირი ემსგავსება ევროკავშირს და აღარც დემოკრატია - დემოკრატიას“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=217808

 

 

big_banner
არქივი