logo_geo
ბორის ბედია: ძველი მთავრობის „კარის მომღერლები“ ახლანდელი მთავრობის „კარის მომღერლებად“ გადმოპორტირდნენ
- +

6 ნოემბერი. 2023. 13:47

 

 

 

„რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან? იმიტომ, რომ სამწუხარო რეალობაა შექმნილი ჩვენს ცხოვრებაში. გახსოვთ სააკაშვილის დროინდელი ე.წ. კარის მომღერლები? ჰოდა, ეს „სასტავი“ სააკაშვილიდან ამ მთავრობის „კარის მომღერლებად“ გადმოპორტირდნენ და დაიკავეს მთელი ტელესივრცე“, - აცხადებს მომღერალი ბორის ბედიაა რეპორტიორთან“ ინტერვიუში. მომღერალი ამბობს, რომ ტელევიზიები ორ ნაწილად დაიყო, ის კი, არც ერთი მხარის „კარის მომღერალია“ და არც მეორის.

 

„მე არც სამთავრობო ტელევიზიები მწყალობენ და არც ლიბერალურები. ჩემი ტრადიციული მენტალიტეტისა და კონსერვატიული შეხედულებების გამო მათთვის მიუღებელი პერსონა ვარ და იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ მთვლიან. მაგრამ ეს არაა ტრაგედია, მე ვუყვარვარ ჩემს მაყურებელს, ჩემს მსმენელს და ჩვენ ყოველთვის ვიპოვით ერთმანეთისკენ მიმავალ გზებს. ასეთ არასწორ ეპოქაში არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა ბატონ ჯემალ და გია ბაღაშვილებს, რომლებიც აფასებენ ნიჭიერ ადამიანებს და გამუდმებით უთმობენ მათ ასპარეზს“, - აცხადებს ბორის ბედია.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=218113 

 

 

big_banner
არქივი