logo_geo
ირაკლი ზარქუა: ჩვენ კარგად ავუხსენით ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო ცალ ფეხზე დგომას არ იმსახურებს
- +

13 ნოემბერი. 2023. 11:13

 

 

„პირადად ჩემთვის ოპოზიცია ოთხ ნაწილად იყოფა: კონსტრუქციულებად, რადიკალებად, ხელმოცარულებად და ჩახდილებად  (ჩახდილები და რადიკალები პრაქტიკულად ერთნი არიან)“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში. დეპუტატის თქმით, 8 ნოემბრის გამარჯვება, ანუ ევროკომისიის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე რეკომენდაციის გაწევა, ქართველი ხალხის ნებისყოფითა და მმართველი პარტიის ერთობლივი ძალისხმევით მოპოვებული შედეგია.

 

ჩვენი ერთობით, ღირსებით, ქვეყნის ინტერესების დაცვით მოვიპოვეთ ჩვენი ევროპელი კოლეგების სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან კარგად ავუხსენით მათ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ცალ ფეხზე დგომას არ იმსახურებს. ჩვენი ისტორიით, წარსულით, ბუნებით, სტუმარმასპინძლობითა და დემოკრატიის მიმართულებით ჩვენი უდიდესი გამოცდილებით, ჩვენ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ვისი დამსახურებაა ეს გამარჯვებაო, მკითხეთ და დადასტურებით გპასუხობთ, ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად თავისი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით, საქართველოს ხელისუფლებამ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია“, - ამბობს ზარქუა „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=218542

 

 

big_banner
არქივი