logo_geo
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: რას იტყვიან ახლა ხელმოცარულები და ჩახდილები, მეასეხარისხოვანია
- +

13 ნოემბერი. 2023. 18:39

 

 

ოპოზიციის ბრალდებას, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი რეკომენდაციის მიღება არ სურდათ, ევროპამ მათ სილა გააწნა, რითაც ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პასუხობს. დეპუტატის თქმით,  რას იტყვიან „ხელმოცარულები და ჩახდილები“, მეასეხარისხოვანია.

 

გულწრფელად გეტყვით, რას იტყვიან ახლა ეს ხელმოცარულები და ჩახდილები, მეასეხარისხოვანია. თავისი თავის ლუსტრაცია თავადვე მაშინ მოახდინეს, როცა ერთმანეთს „ჩაშვება“ დაიწყეს და საზოგადოებას ამცნეს, თუ როგორი წინააღმდეგნი იყვნენ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით და ხმამაღლაც ვამბობდით, თუმცა კარგი იყო, რომ ეს ყველაფერი თავადვე დაადასტურეს. მთავარი და მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ღირსებით, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერსების გათვალისწინებით დამსახურებულად მოიპოვა ეს გამარჯვება. ჩვენ გავატარეთ რეფორმები, რითაც საკანონმდებლო აქტები ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებაში მოვიყვანეთ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა თქვან ამ ხელმოცარულებმა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის სიმართლე ცალსახა და ნათელია. საქართველო ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა და, ბუნებრივია, ვიმსახურებთ, რომ საქართველოში იყოს მეტი ევროპა და ევროპაში იყოს მეტი საქართველო! ჩვენ ჩვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ღირსეულ განაცხადს გავაკეთებდით ევროინტეგრაციის გზაზე, შევასრულეთ, დეკემბრის თვეში კი, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მმართველ პარტიასთან ერთად იზეიმებს! - აცხადებს ზარქუა „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=218542

 

 

big_banner
არქივი