„ნაციონალური რეჟიმის დროს, სააკაშვილთან არსებობდა 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც იღებდა ყველა გადაწყვეტილებას!", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ.
მისი თქმით, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, უგულავა და ახალაია ნებისმიერი მიტინგის დარბევასა თუ ვინმეს პოლიტიკურ დაპატიმრებაზე იღებდნენ გადაწვეტილებბებს. ბოკერია-უგულავას ჯგუფი კი ახლა ამ ტალახის ჩამორეცხვას ცდილობს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ.
„ბოკერია-უგულავას ჯგუფი ცდილობს, 9-წლიანი ავტორიტარული რეჟიმის ტალახი ჩამოირეცხოს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ!
ნაციონალური რეჟიმის დროს, სააკაშვილთან არსებობდა 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც იღებდა ყველა გადაწყვეტილებას! ამ ჯგუფში შედიოდნენ: ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, უგულავა და ახალაია! ნებისმიერი მიტინგის დარბევასა თუ ვინმეს პოლიტიკურ დაპატიმრებაზე, სწორედ ეს ხუთეული იღებდა გადაწყვეტილებას!
ასე, რომ, ეს ხალხი ვერ მოიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მათმა 9-წლიანმა რეჟიმმა ქვეყანას დამართა!", - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.