„შეიქმნება გარკვეული იმუნური ფენა და ეს იქნება ერთ-ერთი პირობა, რომ ისეთი სახით, როგორც ახლა არის პანდემია, წელს დასრულდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, გიორგი კამკამიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების პირველი მოვალეობა არის ის, რომ ზედმეტი კვლევები და პრეპარატები, მათ შორის ანტიბიოტიკები არ დაინიშნოს. ასეთ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი ამ დაავადებას მსუბუქად გადაიტანს, შეიქმნება გარკვეული იმუნური ფენა და ეს იქნება ერთ-ერთი პირობა, რომ ისეთი სახით, როგორც ახლა არის პანდემია, წელს დასრულდება. ვირუსი არსად წავა და ჩვენ მუდმივად გვექნება იმის საჭიროება, რომ ჩავატაროთ პერიოდული ვაქცინაცია“, - აღნიშნა გიორგი კამკამიძემ.