„ჰამაკში ჩამჯდარ სტუმარს პოლიციელი არ უნდა ეცეს და მოსაშარდად არ უნდა წაიყვანოს", - განაცხადა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მსახიობმა გიორგი გურგულიამ, რომელიც ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მომხრეა. ის ინტერვიუში „სითი პარკთან" დაკავშირებითაც საუბრობს.
„ნარკოპოლიტიკა უნდა შემსუბუქდეს. არ ვამბობ, წამლის ლეგალიზაცია-გაყიდვა მოხდეს-მეთქი, მაგრამ ჰამაკში ჩამჯდარ სტუმარს პოლიციელი არ უნდა ეცეს და მოსაშარდად არ უნდა წაიყვანოს.
ასევე უნდა აიკრძალოს „სითი პარკის" ყაჩაღური ქმედებები საქართველოში ან უნდა მოვთხოვოთ პარკინგების აშენება!", - აღნიშნა გიორგი გურგულიამ.