შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილმა ბოლომდე გაშიფრა თავი უკრაინაში და გამოაჩინა, რომ პროვოკატორია. აქვე, თარგამაძემ აღნიშნა, რომ მან საქართველოში ახალგაზრდები ამოჟუჟა და ერი გადაშენების პირას მიიყვანა.
„სააკაშვილმა ბოლომდე გაშიფრა თავი, რომ ავანტიურისტი, პროვოკატორი და არაკაცია. მარტო ლაყბობა და სიბინძურეების კეთება იცის. საქართველო ხომ დააბინძურა და გათხვარა, იგივე დამართა უკრაინასაც. ღორი რომ ჩაწვება ტალახში, ისე კოტრიალობს ყველგან.
არ გახსოვთ, ოპოზიციაში ყოფნის დროს რომ ისროდა ლოზუნგებს, საქართველოს ავაყვავებო... აყვავდით? ახალგაზრდები ამოჟუჟა და ერი გადაშენების პირას მიიყვანა", - აცხადებს თარგამაძე.