მსახიობი მაია დობორჯგინიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში თავის სინანულზე საუბრობს:
„ვნანობ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვიყენებ. სულ ეს განცდა მაქვს, რომ მეტი შემიძლია. სიზარმაცე, შიში, გაუბედაობა? არც ვიცი, ხელს რა მიშლის, უკან რა მხევს“, - ამბობს მაია დობორჯგინიძე ინტერვიუში.